ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული ფასეულობების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს, რა ძალების მიერაა მართული
ირაკლი კობახიძე - ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული ფასეულობების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს, რა ძალების მიერაა მართული

სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს. ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ფსევდოლიბერალური პროპაგანდა – ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს“, კიდევ ერთხლ მეტყველებს ზურაბიშვილის პოლიტიკურ არჩევანზე.

„ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დაცვის მხარეს, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ დადგა სწორედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა და რა ძალების მიერ არის მართული სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.