ირაკლი კობახიძე - ზოგადად, ვურჩევ ოპოზიციას, არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება გაუმართლოთ სხვა საქმეში
ოპოზიციას შეეძლო, გაეკეთებინა იგივე, მათ შეეძლოთ, მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები მხოლოდ მმართველი გუნდის მხარეს იყო.
კობახიძის თქმით, დროშები სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მიიტანეს.
„ეს გააკეთა ჩვენმა ფრაქციამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ეს იყო ჩვენი პოლიტიკური აქტი. ოპოზიციას შეეძლო, გაეკეთებინა იგივე. მათ შეეძლოთ, მოეტანათ დროშები, თუმცა ეს არ გააკეთეს, რატომ? იმიტომ, რომ დღეს ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი. ზოგადად, ვურჩევ ოპოზიციას, რომ არ ჩამოყარონ ყურები, თუ არ უმართლებთ პოლიტიკაში, შეიძლება, გაუმართლოთ სხვა საქმეში“, – განაცხადა კობახიძემ.