ირაკლი კობახიძე - ყველას მოვუწოდებ, ვადამდე გათავისუფლების კომისიის საქმიანობაში პოლიტიკური კუთხით ნუ ჩაერევიან
მნიშვნელოვანია, ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებები პოლიტიკური დისკუსიისგან იყოს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„უდო მთავრობასთან არსებული ორგანოა, რომელსაც თავისი კომპეტენცია აქვს და საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. გადაწყვეტილებაც საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ უდო-ს გადაწყვეტილებები პოლიტიკური დისკუსიისგან იყოს დამოუკიდებელი. პოლიტიკურ აქცენტებს ჩვენ არ ვაკეთებთ, ამას ოპოზიცია აკეთებს. ყველას მოვუწოდებ, რომ უდო-ს საქმიანობაში პოლიტიკური კუთხით ნუ ჩაერევიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 11 აპრილს განიხილა და მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.