ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად, შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი მუხლი და ეს გააკეთა პროკურატურამ
ირაკლი კობახიძე - ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად, შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი მუხლი და ეს გააკეთა პროკურატურამ

მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის ახალი მუხლის მიყენება და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფის შექმნაზე დასმულ კითხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როგორც ყველა ადამიანის ქვეყანაში, არის დაცული.

„საქართველოში ადამიანის უფლებები 2012 წლის შემდეგ არის დაცული, მიხეილ სააკაშვილიც არის ერთ-ერთი ადამიანი და მისი ადამიანის უფლებაც არის დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენის შესახებ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა.

„არ ვიცი, შეიძლება არიან ლობისტები ევროპაში, ვისაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა უკანონოდ საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად. შესაბამისად, მას ეკუთვნის ახალი მუხლის მიყენება და ეს გააკეთა დღეს პროკურატურამ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.