ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც მიშელის დოკუმენტში წერია
ირაკლი კობახიძე - ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც მიშელის დოკუმენტში წერია

ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე.

„ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ პროცესზე და ზედმიწევნით შევასრულეთ ყველაფერი, რაც ამას უკავშირდებოდა. ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, რაც წერია მიშელის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ნათელი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში საგზაო რუკა მოიცავს მოსამართლეების დანიშვნის დაპაუზებას, ვიდრე არ იქნება ფართო კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმაზე.