ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, მისი სოციალური სტრუქტურა, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მხოლოდ სტრუქტურულად გამართულ საზოგადოებას შეუძლია, უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტიანად გადაჭრა.

„ამ მიზნის მიღწევაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა. საჭიროა მეტი რესურსის ინვესტირება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში, ახალგაზრდების სტიმულირებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ პედაგოგებს, ექიმებს, ჩვენი საზოგადოების სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებს. შესაბამისი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ეს არის ყველაზე სწორი გზა საქართველოში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.