ირაკლი კობახიძე - ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო
ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი რესურსი არ აქვს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი „დიდი აქცია“, გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელზეც ისაუბრეს. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.