ირაკლი კობახიძე - ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის
ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას, ეს არის ძალიან მარტივი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მხრიდან დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით, როგორ უნდა იმოქმედონ ბანკებმა საქართველოში.
კობახიძის შეფასებით, ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა.
„საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. კონსტიტუციას აქვს თავისი ჩარჩოები. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა და საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“, – განაცხადა პრემიერმა.