ირაკლი კობახიძე - ყველა ოპოზიციურ პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა, „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, საზოგადოებას შეუძლია, თავად გამოიტანოს დასკვნები
დღევანდელი რეიტინგები ყველამ იცის. ერთადერთი „ნაცმოძრაობაა“, ვინც მარტივად ლახავს ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას უჭირს ბარიერის გადალახვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობა არის, რომ ოპოზიციას უჭირს ბარიერის გადალახვა.
„საზოგადოებას შეუძლია, თავად გამოიტანოს საკუთარი დასკვნები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რატომ ითხოვდნენ და ითხოვენ აქტიურად ბარიერის დაბლა დაწევას“, – განაცხადა კობახიძემ.