ირაკლი კობახიძე - ყველა ბანკი ფუნქციონირებს სათანადოდ, სანქციების რეჟიმი არის დაცული, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია
ირაკლი კობახიძე - ყველა ბანკი ფუნქციონირებს სათანადოდ, სანქციების რეჟიმი არის დაცული, აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგშია

ხელოვნური აჟიოტაჟი, რომლის მიზანიც იყო ხელოვნურად, მათ შორის, საფინანსო კუთხით პრობლემების შექმნა, უბრალოდ ჩაუვარდა ოპოზიციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ოცნებაა, ჩამოიშალოს ყველაფერი ამ ქვეყანაში.

„სინამდვილეში არაფერი ჩამოშლილა, გუშინდელი აჟიოტაჟის ერთადერთი შედეგი იყო, რომ რამდენიმე მეასედი ერთეულით გაუფასურდა ლარი, თუმცა ლარიც, რა თქმა უნდა, თავის კურსს დაუბრუნდება, ამის მეტი ვერაფერი გააკეთეს. მათი ოცნება, მიზანი იყო ყველაფრის ჩამოშლა, ვერაფერი ვერ ჩამოშალეს, დაუბრუნდება ეს კურსიც თავის ძველ ნიშნულს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. შეიძლება, ეს ძალიან უნდოდეს ოპოზიციას, მაგრამ არაფერს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ყველა ბანკი ფუნქციონირებს სათანადოდ, სანქციების რეჟიმი არის დაცული, აბსოლუტურად ყველაფერი არის წესრიგში. შესაბამისად, ეს ხელოვნური აჟიოტაჟი, რომლის მიზანიც იყო ხელოვნურად, მათ შორის, საფინანსო კუთხით პრობლემების შექმნა, ჩაუვარდათ უბრალოდ“, – განაცხადა კობახიძემ.