ირაკლი კობახიძე - ყველა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, შეიძლება, ნარიშკინმა უნდა მოუწოდოს მათ, რომ შეისმინონ
ირაკლი კობახიძე - ყველა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, შეიძლება, ნარიშკინმა უნდა მოუწოდოს მათ, რომ შეისმინონ

ყველა ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი. ასევე, ყველა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა მათ არ ესმით საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას დასავლელი პარტნიორების არ ესმის.

„არ ვიცი, მეტი რა უნდა თქვან. ანუ საუბარია, რომ გვაქვს ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც წერია, რომ იყო კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები. გვაქვს „აირაის“ დასკვნა, გვაქვს ბორელის, აპატურაის განცხადება, ყველა ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი. ასევე, ყველა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა მათ არ ესმით საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი დასავლელი პარტნიორების. არ ვიცი, შეიძლება, ნარიშკინმა უნდა მოუწოდოს მათ და სხვა მისმა კოლეგამ, რომ შეისმინონ და შევიდნენ პარლამენტში. დასავლელი პარტნიორების მათ არ ესმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.