ირაკლი კობახიძე - ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოსალოდნელი იყო 
ირაკლი კობახიძე - ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოსალოდნელი იყო 

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს თუ გაუჩნდათ კითხვები ორი კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ, ისინი დასვამენ კითხვებს და ამ კითხვებს გაეცემა პასუხები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა კითხვები კვირიკაშვილის მიმართაც დაისვას, კობახიძის თქმით, ყველაფერს ამ სფეროში წყვეტენ სამართალდამცავი ორგანოები.

„ჩემ მიმართ ეს კითხვა ბუნებრივია ვერ იქნება დასმული. როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, თუ იქ ჩართულნი არიან ყოფილი თანამდებობის პირები, აქ, ბუნებრივია, ძალიან ადვილია სპეკულირება და მოსალოდნელიც იყო, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა პოლიტიკური სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. ეს იყო მოსალოდნელი და ეს პროგნოზი გამართლდა. შეგვეძლო მანამდე ტოტალიზატორი გვეთამაშა და მარტივად შეგვეძლო გამოგვეცნო, რომ მოყვებოდა ამას აუცილებლად სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან. ხვალაც რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირზე რომ დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, გაძლევთ გარანტიას, რომ ამას მოჰყვება სპეკულაციები აუცილებლად ოპოზიციის მხრიდან. მე არ ვიცი კითხვები როდის გაჩნდა, კითხვები გაჩნდა, დაისმევა კითხვები და ამ კითხვებს უპასუხებენ“, – განაცხადა კობახიძემ.