ირაკლი კობახიძე - ყოფილი ელჩების განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა, ვერცერთ ასეთ განცხადებას ჩვენთვის ფასი ვერ ექნება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის ყოფილი ელჩების განცხადება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადაფარვის უსუსური მცდელობაა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს უილიამ კორტნის, იან კელის, რიჩარდ მაილსის, ჯონ ტეფტისა და კენეტ იალოვიცის ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს სააკაშვილისთვის საჭირო ზრუნვა.
„ყველანაირად ცდილობენ, რომ ამ საქმეში რაღაცნაირად წარმატებას მიაღწიონ, თუმცა სტრასბურგის შემდეგ ეს არის მათთვის წარმოუდგენელი. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. მიზანი იგივეა, რაც გვარამიას შემთხვევაში – პოლარიზაციის მეტად გაღვივება. ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს და ჩვენთვის ვერცერთ ასეთ განცხადებას ფასი ვერ ექნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.