ირაკლი კობახიძე - წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ შობას 
ირაკლი კობახიძე - წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ შობას 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის შენობის წინ ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცა.

ირაკლი კობახიძემ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცა.

“გილოცავთ შობას, განსაკუთრებით ბავშვებს მივულოცავ, წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ შობას, შობასთან ერთად აღვნიშნავთ პატრიარქის იუბილეს. პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს და გვინდა, რომ ასეთი განსაკუთრებული წელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის”, – აღნიშნა კობახიძემ.

თბილისში საშობაო ალილო იმართება. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო.

ალილოზე შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები 8 იანვარს დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.