ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში წერს.
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი” – ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა დაგვიტოვა გენიალური მოთხრობები, რომლებიც გვასწავლის კეთილისა და ბოროტის გარჩევას, ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“, – წერს ირაკლი კობახიძე.
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.