ირაკლი კობახიძე - ვურჩევდი ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები
ირაკლი კობახიძე - ვურჩევდი ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები

კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არათუ საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოთარ ფარცხალაძის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ასეთ თემებზე საუბარი მტკიცებულებების გარეშე არ შეიძლება.

„ვიღაცები მასაც ეძახდნენ „სტრიკაზას“ და ამბობდნენ, რომ, მისი დოსიედან გამომდინარე, მეტსახელი იყო. არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ასეთ თემებზე საუბარი და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს მოეთხოვება, რომ მტკიცებულებების გარეშე არ ისაუბროს საქართველოს მოქალაქეზე. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დანაშაულის დაბრალებას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, შეიძლება ის არ იყოს იურისტი, მაგრამ კონსტიტუციის ელემენტარულ დონეზე ცოდნა მოქალაქეობის კანდიდატებსაც კი მოეთხოვებათ, არათუ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, ვურჩევდი ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც, რომ უფრო მეტად გაისიგრძეგანონ კონსტიტუციის მოთხოვნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.