ირაკლი კობახიძე - ვისურვებდით, რომ პარლამენტში არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილნი
არაერთმა პარტიამ განაცხადა, რომ სიებს არ ხსნიან. სიების განულებაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი არ იღებს, ამაზე გადაწყვეტილებას ცესკო იღებს და ის ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
რაც შეეხება იმ დეპუტატების მანდატებს, რომლებიც არჩეულნი არიან, კობახიძის თქმით, „ამაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს“.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ მიმართვა იქნება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, ეს მიმართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება. წინ კიდევ არის დრo-მიმართვის და არმიმართვის. ჩვენ დასაჩქარებელი არაფერი არ გვაქვს. ველოდებით პარტიების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად წარმოდგენილი იყვნენ ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები. სახეებს გეტყვით-სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და უგულავა არიან ოდიოზური და პათოლოგიური პოლიტიკოსები. ვინც ამ სახეებთან დაკავშირებული და ასოცირებული არ არის არავითარი ფორმით, ისინი არიან ჯანსაღი პოლიტიკოსები და მათი ადგილია პარლამენტში. ვინც ამა თუ იმ ფორმით ასოცირებულია არაჯანსაღ პოლიტიკოსებთან, მათი ადგილი პარლამენტში არ არის. ვისურვებდით, რომ პარლამენტში არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ წარმოდგენილნი“, – განაცხადა კობახიძემ.