ირაკლი კობახიძე - ვისურვებდი, ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში
მე ვისურვებდი დღევანდელ დღესასწაულზე, რომ ნინო ლომჯარია გათავისუფლდეს იმ რაღაც მენტალიტეტისგან, რომელიც მას ხელს უშლის პიროვნულ განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომ „ქართველებს საქართველო სამყაროს ცენტრი ჰგონიათ“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ და ასეთი ადამიანები ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ქვეყანაში.
„ნინო ლომჯარიამ უკრაინასაც მიულოცა გამარჯვება საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნიან ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება პატრიოტიზმი. ამ ყველაფრისგან თვითონ ნინო ლომჯარიაც უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა პრემიერმა.