ირაკლი კობახიძე - ვისაც არ სურს, საკუთარი თავი გააიგივოს სააკაშვილ-გვარამია-ბოკერია-უგულავასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს აზრი აქვს
ირაკლი კობახიძე - ვისაც არ სურს, საკუთარი თავი გააიგივოს სააკაშვილ-გვარამია-ბოკერია-უგულავასთან, ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს აზრი აქვს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ პარტიებთან უნდა გაგრძელდეს, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ისინი, ვინც უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, ასეთ ადამიანებთან ლაპარაკს რა აზრი აქვს.

„მგონია, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გავაგრძელოთ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, ასევე თუ პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, ბოკერიასთან და უგულავასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს? პირიქით, ვამბობ, რომ ასეთ პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში. ვისაც არ სურს, საკუთარი თავი გააიგივოს ამ ადამიანებთან, ასეთ პოლიტიკოსებთან ლაპარაკს აზრი აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.