ირაკლი კობახიძე - ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია, მასზე კომენტარების კეთება არ ღირს, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი
ვიოლა ფონ კრამონი არასერიოზული ადამიანია. ვფიქრობ, საერთოდ არ ღირს ამ ადამიანის კომენტარებზე კომენტარების კეთება, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „სტრასბურგში გვარამიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვიოლა ფონ კრამონმა მხარი დაუჭირა ახალგაზრდებს და თქვა, რომ ახალი თაობა ცვლილებებს მოიტანს, ასევე ისაუბრა, რომ წინასაარჩევნოდ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. რაზე დაყრდნობით საუბრობს და რა ცვლილებებს გულისხმობს?“
კობახიძის თქმით, ვიოლა ფონ კრამონს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ამ დღის წესრიგს მიყვება.
„ჩვენ ვიცით, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სატელიტი, თუ რა დავარქვა ამას, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, დამატებით კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.