ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა გავიღვიძეთ საქართველოში, რომელიც ვითარდება
ვიღაცები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა გავიღვიძეთ საქართველოში, რომელიც ვითარდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ხიდის გახსნის ღონისძიების შემდეგ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტიც არის ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი დადასტურება.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება და დღევანდელი პროექტიც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.