ირაკლი კობახიძე - ვიდრე ვიღაცები საუბრობენ, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, მას ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რომელიც სრულიად უსამართლოდ აკადრეს
ვიდრე ვიღაცები საუბრობენ, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ აკადრეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა ჩაატაროს თუ არა თვითმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ, განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირველ რიგში თამარ ჟვანიას გადასაწყვეტია, რადგან ცესკო-ს თავმჯდომარის გათავისუფლება არავის შეუძლია.
„მისი პრეროგატივაა, თავის პოზიციაზე რამდენი ხანი დარჩება. ვიდრე ვიღაცები საუბრობენ, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ აკადრეს. გახსოვთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულება მაგალითად პივიტის გაყალბებასთან დაკავშირებით და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს გადადგომა მოუწია. თამარ ჟვანიას ჯერ ბოდიში მოუხადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.