ირაკლი კობახიძე - ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან
ირაკლი კობახიძე - ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან

ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ყველა ყველაფერს შეაფასებს.

„ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან. თუმცა, როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს, მათ შორის, შეაფასებს და დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.