ირაკლი კობახიძე - ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ ქვეყანაში რაიმე გაყალბდა, ვერც რიგგარეშე არჩევნებს ეღირსებიან და ნებისმიერი სახის საბოტაჟზე პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში
ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ ქვეყანაში რაიმე გაყალბდა, ვერც რიგგარეშე არჩევნებს ეღირსებიან და ნებისმიერი სახის საბოტაჟზე პასუხიც ექნებათ კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია იმიტომ არ თანხმდება არჩევნების შედეგების გადამოწმებას, რომ იციან, არაფერი გაყალბებულა.
„თუ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, რა რიგგარეშე არჩევნებზეა საუბარი? ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ, არჩევნების შედეგები გადაამოწმონ, რისი საშუალება დღესაც არსებობს. თუ ერთპროცენტიანი გადახრა მაინც დაფიქსირდება, დავნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ არაფერი გაყალბებულა და ამიტომ ერიდებიან ყველანაირ გადამოწმებას. ვიდრე არ მოიტანენ მტკიცებულებას, რომ ქვეყანაში რაიმე გაყალბდა, მანამდე ვერც იმას ეღირსებიან, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და ნებისმიერი სახის საბოტაჟზე პასუხიც კანონის ფარგლებში ექნებათ გაცემული.
პლებისციტიც არის ხელზე დახვეული მანიპულაცია. მათ სამართლებრივად ძალიან კარგად იციან, რომ პლებისციტები და რეფერნდუმები არ ტარდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო სამართლებრივი არგუმენტი. ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ სპეკულირებენ მუდმივად. ურჩევნიათ, საბოტაჟის და სპეკულაციის რეჟიმიდან გამოვიდნენ და იმ რეჟიმში გადავიდნენ, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.