ირაკლი კობახიძე - ვიცოდით, რომ ნიკა მელიაზე სასამართლო დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას ან მიიღებდა, ან არა, ორივე ვარიანტზე გვჭირდებოდა პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება, დანარჩენი არის სპეკულაცია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას, როგორც დაკავების, ასევე არდაპატიმრების შესახებ მმართველმა გუნდმა იმსჯელა და ამაში გასაკვირი არაფერია.
კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციებს უწოდებს.
„წარმოიდგინეთ, რომ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება პროცესი, სადაც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული პოლიტიკოსის პატიმრობასთან ან არაპატიმრობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამაზე წინასწარ იმსჯელებთ. დანარჩენი არის სპეკულაცია. არ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხებიდან ვიღაცამ გამოაცხოს სპეკულაცია. ჩვენ ვიცოდით, რომ ან მიიღებდა დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას ან არა. ბუნებრივია, ორივე ვარიანტთან დაკავშირებით გვჭირდებოდა პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება. მაგალითად, სასამართლო თუ მიიღებდა გადაწყვეტილებას არდაპატიმრების თაობაზე, ამასაც შეიძლებოდა დასჭირვებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება. რაც შეეხება დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილებას, იქ სხვა რეაგირება იყო საჭირო. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავდით ორივე ვერსიას და ორივეზე გვქონდა ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.