ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, სწორად იმოქმედა სუს-მა, როდესაც გაასაჯაროვა მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერი
ვფიქრობ, სწორად იმოქმედა სუს-მა, როდესაც გაასაჯაროვა მალხაზ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერი პრევენციის მიზნებისათვის, რაც შეეხება მტკიცებულების სტანდარტს ამაზე პასუხი უნდა მოვისმინოთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მტკიცებულების სტანდარტი დაკავებისთვის არსებობს თუ არა და ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს სუს-მა, უნდა გაგვცენ სამართალდამცავმა ორგანოებმა. იყო საფრთხე კონკრეტული ოჯახის მიმართ და ამ საფრთხის პრევენციას ემსახურებოდა შესაბამისი ჩანაწერის გასაჯაროება. ვფიქრობ, რომ ეს იყო აუცილებელი, რათა მომხდარიყო შესაძლო დანაშაულის პრევენცია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სწორად იმოქმედა სუს-მა, როდესაც გაასაჯაროვა შესაბამისი ჩანაწერი პრევენციის მიზნებისთვის. რაც შეეხება მტკიცებულების სტანდარტს, ამაზე პასუხი უნდა მოვისმინოთ სამართალდამცავი ორგანოებისგან, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.