ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო.

დელეგაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის საერთო მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. ვენეციის კომისიის წევრებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.