ირაკლი კობახიძე - ვადასტურებ, რომ მთავრობაში სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები იქნება
ირაკლი კობახიძე - ვადასტურებ, რომ მთავრობაში სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები იქნება

შემიძლია დავადასტურო, კონსულტაციები გვქონდა, ასევე ვადასტურებ, რომ მთავრობაში იქნება სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის სამთავრობო ცვლილებების წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

”ნდობის გამოცხადება დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. ზოგადად, თუ ერთი მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში საჭიროა პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს მთავრობის ხელახალ შემადგენლობას. თუ ამ მასშტაბით იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში პარლამენტი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.