ირაკლი კობახიძე უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება.
მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.