ირაკლი კობახიძე - უკრაინაში გამართულ არც ერთ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე არ გვისაუბრია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე არ უსაუბრია.
როგორც ირაკლი კობახიძემ უკრაინაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სადაც საუბარი იყო ორმხირვ თანამშრომლობაზე.
“ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, სადაც ჩვენ გვქონდა საუბარი ორმხირვ თანამშრომლობაზე. საუბარი გვქონდა ამ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ განზომილებაზე. გვქონდა ძალიან მეგობრული და საინტერესო დისკუსია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, შეხვედრების დროს, განიხილებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი, კობახიძემ აღნიშნა, რომ არც ერთ შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
“ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური თვალსაზრისით აქტუალური საკითხი, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. აქედან გამომდინარე არა მგონია, რომ ეს იყო ჩვენი შეხვედრების განხილვის საგანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტი გუშინ დაიწყო, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე რადას თავმჯდომარეს შეხვდა.