ირაკლი კობახიძე - უკრაინაში არსებული მდგომარეობა ძალიან გვაშფოთებს, დავაკვირდებით მოვლენებს და ამის მიხედვით მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, იქნება ეს ვიზიტი, თუ განცხადება
ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა და ტენდენცია, რომელსაც ვხედავთ უკრაინაში, საკმაოდ მაღალია ესკალაციის რისკები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენი მთავრი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში, რაც არ არის მარტივი. საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილიც ეს უნდა იყოს. „რ არის მარტივი ამის მიღწევა. დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ნებისმიერ ქმედებაზე ჩვენი რეაქცია. მოვლენათა განვითარების მიხედვით მივიღებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, იქნება ეს ვიზიტი, თუ განცხადება. რეზოლუციით ჩვენ ძალიან ხმამაღალი პოზიცია გამოხატეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
„გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, მათ შორის მიმართა ჩვენ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. აქაც დავაკვირდებით ყოველდღიურად მოვლენებს და ამის მიხედვით გადაიდგმება ნაბიჯები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.