ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა
ირაკლი კობახიძე უკრაინას ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოებდების განვითარებით ” მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

ღონისძიების ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან – ანდრიი პარუბისთან და ანდრიან კანდუსთანის თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატო–სთან ურთიერთქმე ერთად, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას მოაწერს ხელს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, ანდრიი პარუბი და ანდრიან კანდუ პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან და მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე ისაუბრებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.