ირაკლი კობახიძე - უკანონო მოსმენა, ფაბრიკაცია, ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერ ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილ ბერა ივანიშვილს
„ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის, უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.
„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისას ვერ იშლის. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის“ სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“, – წერს ირაკლი კობახიძე.
აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური…
Posted by ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze on Sunday, March 7, 2021