ირაკლი კობახიძე - უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია
ირაკლი კობახიძე - უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია

უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის, ელჩის კელი დეგნანის ქცევას ბიზნესმენთან ერთად საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე სიღრმისეულ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„მე ამ თემაზე სიღრმისეულ კომენტარს არ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, უცნაურია, როდესაც ასეთი ტიპის შეკრებას ესწრება ამერიკის ელჩი, თუმცა ეს მისი არჩევანია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ აშშ-სა და აშშ-ის საელჩოს ზოგადად, მე მოვერიდები ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, თუმცა ეს ყველაფერი უცნაური იყო“, – განაცხადა კობახიძემ.