ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში შევიტანთ ცვლილებებს საარჩევნო საკითხებზე წარდგენილ პროექტში და კანონპროექტი საბოლოო სახით დაინიცირდება პარლამენტში
ირაკლი კობახიძე - უახლოეს მომავალში შევიტანთ ცვლილებებს საარჩევნო საკითხებზე წარდგენილ პროექტში და კანონპროექტი საბოლოო სახით დაინიცირდება პარლამენტში

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მომუშავე ჯგუფს დისტანციურ რეჟიმში დღეს საკითხზე ბოლო შეხვედრა ჰქონდა.

ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წარდგენილ პროექტში ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა და მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

„დღეს გვქონდა ბოლო შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ამ თემასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში, ჩვენ შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს პროექტში, რომელიც ახლა არის წარდგენილი სხვადასხვა სუბიექტის წინაშე და საბოლოო სახით კანონპროექტი უკვე დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში და ეს ინიციატივა შევა კონსტიტუციური კანონის ერთიან პაკეტში. ყველა საკითხზე შეთანხმება არის რთული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრინციპული საკითხი შეთანხმდება და ასეთი სახით იქნება დაინიცირებული პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.