ირაკლი კობახიძე - თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი
ირაკლი კობახიძე - თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი

თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირ ამბობდა უარს ისეთ გადასხმებზე, რომელიც საკვების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

„ასეთ დროს პირდაპირ შავით თეთრზე ჩანს, რომ ადამიანის თვითმიზანია წონაში კლება, რათა ამით რაღაცნაირად ციხიდან თავის დახსნა უზრუნველყოს. თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი. აქედან გამომდინარე, პოზიცია სხვა ვერ ექნებოდა ვერცერთ სამართალდამცავ უწყებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.