ირაკლი კობახიძე - თვის ბოლომდე თვისობრივად განახლებული საარჩევნო კოდექსი გვექნება, რომელიც საბაბს არ დატოვებს, რომ ვინმემ არჩევნების მანიპულაციაზე ისაუბროს
ირაკლი კობახიძე - თვის ბოლომდე თვისობრივად განახლებული საარჩევნო კოდექსი გვექნება, რომელიც საბაბს არ დატოვებს, რომ ვინმემ არჩევნების მანიპულაციაზე ისაუბროს

თვის ბოლომდე გვექნება თვისობრივად განახლებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც იმის საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ არჩევნების მანიპულაციაზე ისაუბროს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრინციპულ საკითხზე პოზიციები შეჯერდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერდა. გრძელდება განხილვა, გაიგზავნა დოკუმენტი ვენეციის კომისიაში, გვექნება საპარლამენტო მოსმენები. უკვე მომავალ კვირაში იქნება პირველი მოსმენა საქართველოს პარლამენტში. ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე, მესამე მოსმენა და თვის ბოლომდე ჩვენ უკვე გვექნება თვისობრივად განახლებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც იმის საბაბსაც კი არ დატოვებს, რომ ვინმემ ისაუბროს არჩევნების მანიპულაციაზე, გამომდინარე ფუნდამენტური ცვლილებებიდან რომელიც ხორციელდება. ეს უკავშირდება, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობის ცვლილებას, უკავშირდება უბნების 10 პროცენტის გადათვლას, 100-მეტრიან რადიუსს და ა.შ. ცვლილებები არის ფუნდამენტური და აღარ რჩება არავითარი საბაბი იმისთვის, რომ ვინმემ ოდესმე კიდევ ისაუბროს არჩევნების მანიპულაციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.