ირაკლი კობახიძე - „ტვ პირველის“ წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი სიცრუის გაჩუმების მცდელობაა, ტყუილი რომ არ ეთქვათ, სასამართლოში სიარული არ მოუწევდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ტვ პირველის“ წინააღმდეგ თამარ ზაალიშვილის სარჩელი ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა კი არ არის, სიცრუის გაჩუმების მცდელობაა.
აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას, თამარ ზაალიშვილის სარჩელი ხომ არ არის ჟურნალისტების გაჩუმების მცდელობა?
„თქვენ რომ არ დაგებრალებინათ სრული სიცრუე, ამ შემთხვევაში არ მოგიწევდათ სასამართლოში სიარული. სიცრუის გაჩუმების მცდელობა არის ეს. ტყუილი რომ არ გეთქვათ, სასამართლოში სიარული არ მოგიწევდათ. მოიტყუეთ, ამიტომ გიწევთ სასამართლოში სიარული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სააპელაციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელზე „ტვ პირველის“ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.