თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და იმ მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოსა და თურქეთს აკავშირებთ, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.
„განვიხილეთ ყველა სტრატეგიული საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან, მათ შორის, განვიხილეთ პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები, ეკონომიკური, კულტურული თანამშრომლობის საკითხები და ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს მომავალში ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.