ირაკლი კობახიძე - თუ ტერორიზმი გამოვლინდება, სათანადო რეაგირება ექნებათ პირველ რიგში ქისტებს
ირაკლი კობახიძე - თუ ტერორიზმი გამოვლინდება, სათანადო რეაგირება ექნებათ პირველ რიგში ქისტებს

ქისტები არიან ჩვენი ძმები, ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული თანაცხოვრება და მეგობრობა, მათთვის ისეთივე მიუღებელია ტერორიზმი, როგორც ქართველებისთვის, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კობახიძეს მიმართა კითხვით, „მოსალოდნელია თუ არა, რომ ქისტები ამ ყველაფერს ცუდად მიიღებენ“.

„ქისტები არიან ჩვენი ძმები. ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული თანაცხოვრება და მეგობრობა. მათთვის ისეთივე მიუღებელია ტერორიზმი, როგორც – ქართველებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ასეთი რამ გამოვლინდება, ბუნებრივია, სათანადო რეაგირება ექნებათ პირველ რიგში ქისტებს. რაც შეეხება მისაბაძ მაგალითს, მისაბაძი მაგალითი უნდა გამომდინარეობდეს სახელმწიფოებრივი მიდგომიდან. უნდა გაირკვეს, ვის აქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ვის – არა. ზუსტად ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ ქისტები და ამით იხელმძღვანელებენ მომავალშიც. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების სამაგალითო წევრები. საგამოძიებო ორგანოებმა ყველაფერს უნდა გასცენ სათანადო პასუხი. ეს პასუხი უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ არგუმენტებზე, ფაქტებზე და ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფოებრივად. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.