ირაკლი კობახიძე - თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს, მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი
ირაკლი კობახიძე - თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს, მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი

თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს, მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, შედგა კომუნიკაცია არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც თქვეს, „იქნებ, ხვალ დაველაპარაკოთ“.

როგორც კობახიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა, თუ საერთაშორისო პარტნიორების სურვილი იქნება, რომ შეხვედრა დაიგეგმოს, „ქართული ოცნება“ პარტნიორებს ანგარიშს გაუწევს.

„საზოგადოებას რომ ვუთხრათ სრული სიმართლე. ქალბატონი თინა ბოკუჩავა გვიკავშირდებოდა მე და არჩილ თალაკვაძეს, მას ვუპასუხეთ, როგორც პარლამენტის წევრს. მან გამოთქვა შეხვედრის სურვილი, ჩვენ ვკითხეთ, თუ რა იყო შეხვედრის მიზანი, რა ფორმატი წარმოადგინეს და ა.შ. დავაზუსტეთ ეს დეტალები და ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია მან მოგვაწოდა. ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ სურვილი, რომ გარკვეული შეხვედრა დააორგანიზონ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და ჩვენ მათ ანგარიშს ვუწევთ. ჩვენი პოზიცია ეს იყო. თუ იქნება ასეთი ინტერესი, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავუწევთ ანგარიშს და გვექნება ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ამაზე ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში.