ირაკლი კობახიძე - თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, გარანტიას ვიძლევი, ერთი კვირა არ დასჭირდებათ, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი
ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია; მინდა, გარანტია მივცე ყველას: თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე.
„თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ არჩევა არის, პირიქით, აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.