ირაკლი კობახიძე - ტინი კოქსის რეპუტაციაში არავის ეპარებოდა ეჭვი და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჰქონდა 80-პროცენტიანი მხარდაჭერა
თავის დროზე სააკაშვილმა გამოაცხადა ტინი კოქსი კრემლის აგენტად, ახლა უკვე „მთავარი არხი“ აცხადებს მას კრემლის აგენტად, უფრო შორს წავიდნენ და თქვეს, რომ ყველა, ვინც დაუჭირა მხარი ტინი კოქსის არჩევას, თამაშობს კრემლის თამაშს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კოქსის რეპუტაციაში ეჭვი არავის ეპარება.
„მინდა, გითხრათ, რომ ტინი კოქსის არჩევას მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 80 პროცენტმა. 80-20-ზე გაიყო ხმები პროცენტულად. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ჩანს, თუ რამდენად არის საფუძვლიანი ის ბრალდებები, რომლებიც ისმის ხან სააკაშვილის, ხან მისი ტელევიზიების მხრიდან. კოქსის რეპუტაციაში არავის ეპარებოდა ეჭვი და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჰქონდა 80-პროცენტიანი მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი აირჩიეს. კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი უკრაინელი ალექსანდრ მერეჟკო იყო, რომელმაც 44 ხმა მიიღო.