ირაკლი კობახიძე - თავდასხმები ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამ პროვოკაციებს 2 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს
თავდასხმები ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამ პროვოკაციებს 2 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით არჩევნების დღეს. ვხედავთ, რომ პროვოკაციები ხორციელდება პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. გუშინაც იყო კასპში ასეთი პროვოკაცია. თუმცა ამ შემთხვევაშიც ჩვენი წარმომადგენლები ღირსეულად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე გააგრძელონ ჩვენმა მხარდამჭერებმა მოქმედება. არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, როგორი შეურაცხმყოფელი და დაუნდობელიც არ უნდა იყოს ის“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, თავდასხმები ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„გუშინაც კასპში ჰქონდათ დავდასხმა და პროვოკაცია. მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში. ნიკანორ მელიამ რა გააკეთა, ყველამ კარგად ნახეთ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“. ყველას მოვუწოდებ, მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში ხალხი გასცემს პასუხს 2 ოქტომბერს. რაც მეტი იქნება პროვოკაცია, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.