ირაკლი კობახიძე სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე - აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ
აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის მზადება, რაც ჰქონდათ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი კონტექსტი.
„დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, – აღნიშნა პრემიერმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. სუს-ში აცხადებენ, რომ უწყება იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.