ირაკლი კობახიძე - სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სავარაუდოდ კვლავ გიორგი ტყემალაძე იქნება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საკრებულოს შემთხვევაში სურათი უკვე ნათელია.
„ჯერჯერობით ჩვენ დასახელებული გვყავს მერობის კანდიდატები და თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოგვიანებით მივაწვდით, ბუნებრივია, ინფორმაციას. თუმცა, რაც შეეხება თბილისს, აქ მე მგონი სურათი ნათელია, გიორგი ტყემალაძე არის საკრებულოს თავმჯდომარე, ის მოიგებს ვაკეში არჩევნებს და ამის შემდეგ ალბათ გააგრძელებს მუშაობას ამ პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.