ირაკლი კობახიძე - სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება, სააკაშვილი იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის
ირაკლი კობახიძე - სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება, სააკაშვილი იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის

სტანდარტების მიხედვით, ვინმესთვის ძალით საკვების მიწოდება არ შეიძლება, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ოჯახის მიერ მიწოდებულ საკვებს იღებს.

„არავის აქვს უფლება, ძალით მიაწოდოს საკვები პატიმარს. პატიმარს არ უნდა „ვივამედის“, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახის მიერ მიწოდებულ საკვებს და ის საკვები არ არის სათანადო კალორაჟის. ამიტომ აქ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.