ირაკლი კობახიძე - სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას, ნამდვილად აღმაშფოთებელია აგრესია, რომელსაც ვხედავთ
ჩვენ სრულად ვიზიარებთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის სულისკვეთებას, ნამდვილად აღმაშფოთებელია აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც კამპანიის მსვლელობისას არ გამოირჩეოდა სიძულვილის ენითა და აგრესიით, სალომე ზურაბიშვილი იყო.
„დანარჩენი, ხედავდით, რომ აბსოლუტურად განმსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს განაცხადა, რომ მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები.