ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანას მსგავსი განცხადებები აზიანებს.
პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ სპეკულაციებს და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნან.
„ეს არის სპეკულაციები, რომელიც გვესმის უკვე რამდენიმე კვირაა. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი სპეკულაციები ვრცელდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს როგორი ტყუილიც არ უნდა იყოს, ქვეყანას ასეთი განცხადებები აზიანებს.
რა თქმა უნდა, ურთიერთობებსაც, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველას მიმართ, რომ არ აჰყვეთ ამ სპეკულაციებს და მოვხსნათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ეს არის სპეკულაციები, რომლებიც აზიანებს ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.