ირაკლი კობახიძე - სპეცოპერაციის დეტალებზე სამართალდამცველები მოგვაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ გადაწყდება, რამდენად არის საჭირო საპარლამენტო ფორმატში განხილვა
სპეცოპერაციის დეტალებზე სამართალდამცველები მოგვაწვდიან ინფორმაციას და შემდეგ გადაწყდება, რამდენად არის საჭირო საპარლამენტო ფორმატში ამ საკითხის განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სპეცოპერაციის დროს დაღუპულის ოჯახის მიუსამძიმრა და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
“რაც შეეხება სპეცოპერაციას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხა ფორმატში. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად არის საჭირო ამ საკითხის განსახილველად მათ შორის საპარლამენტო ფორმატის გამოყენება. კითხვები არსებობს და ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ეს არის ბუნებრივი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.